შპალერის შერჩევა სახლის რემონტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
1. რა ზომის ოთახია?
პატარა ოთახებისთვის შეარჩიეთ ღია ფერები და სადა ნიმუშები; დიდ ოთახებში კი თამამი და მდიდრული ნიმუშებიც უხდება.
2. რა განათება აქვს?
ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ოთახებისთვის თბილი ტონები შეარჩიეთ; სამხრეთის მხარეს ცივი ტონებიც უხდება.
3. ვინ იცხოვრებს ოთახში?
საბავშვო ოთახისთვის შეარჩიეთ გამძლე, ადვილად გასაწმენდი შპალერი; სასტუმრო ოთახისთვის — პრემიუმ ტექსტურა; სამზარეულოსთვის — ვინილი.
4. რა სტილია ავეჯი?
კლასიკურ ავეჯს კლასიკური ორნამენტი უხდება, მოდერნულს — გეომეტრიული ნიმუში, სკანდინავიურს კი — ბუნებრივი ტექსტურა.
5. ბიუჯეტი?
არტეში ეკონომკლასის კოლექციებიდან პრემიუმ-ბრენდებამდე ფართო არჩევანია. გვეწვიეთ — არჩევაში დაგეხმარებით!